ფეხბურთი

14:19 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინის მომავალი მუნდიალის შემდეგ გაირკვევა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მარუან ფელაინი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვეტს, დარჩება თუ არა “ოლდ ტრაფორდზე”. ამის შესახებ ბელგიემა ბრიტანულ მედიას განუცხადა.

“დავრჩები თუ არა “მანჩესტერში”? ვნახოთ, ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატიდან უნდა დავბრუნდე. რაც შეეხება მუნდიალზე ჩემს თამაშს, დასამტკიცებელი არავისთან არაფერი მაქვს. პროფესიონალურ დონეზე უკვე 8 წელია ვთამაშობ”, - განაცხადა ფელაინიმ.

შეგახსენებთ, რომ ფელაინი ბელგიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალშია გასული, სადაც ევროპელთა მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი არგენტინის ნაკრებია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065853