ფეხბურთი

11:39 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი: “მინდა კინის სტილში ვითამაშო”

“ევერტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასულმა ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ ახლა მისთვის მისაბაძი ფეხბურთელი ირლანდიელი როი კინია, რომელიც წლების განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი იყო.

“კინი აგრესიული სტილის მოთამაშე იყო. მინდორზე სულ იბრძოდა და თითქმის ყოველთვის მოგებული რჩებოდა. იმედია მეც ასე ვითამაშებ. საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ სადაც მწვრთნელი დამაყენებს, ყველგან ბოლომდე დავიხარჯები” – განაცხადა ფელაინიმ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.055971