ფეხბურთი

17:37 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი: “მანჩესტერში” თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა, მარუან ფელაინიმ ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მანჩესტერში” გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. დევიდ მოიესს დიდი ხანია ვიცნობ. მუშაობის მის პრინციპებს კარგად ვიცნობ. ამიტომ, როგორც კი მასთან ერთად კვლავ მუშაობის საშუალება მომეცა, ის მაშინვე გამოვიყენე.

“მანჩესტერში” თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. მჯერა, რომ ტიტულებისთვის ბრძოლაში გუნდს სარგებელს მოვუტან.”

ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი დევიდ მოიესმაც გააკეთა: “ფელაინის რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის სასარგებლოა როგორც მეკარეების უკან, ასევე ნახევარდაცვის ცენტრში და საყრდენად.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109827