ჩოგბურთი

18:05 | 6.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა თამაში იუარა, ცონგა ფინალშია

დოჰას ტურნირის ნახევარფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, როჯერ ფედერერის ბიოგრაფმა რენე სტაუფერმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ შვეიცარიელ ჩოგბურთელს ზურგის ტკივილი აწუხებს. როჯერმა ტრავმა სლოვენელ გრეგა ჟემლიასთან პაექრობისას მიიღო და იტალიელ ანდრეა სეპისთან სამეოთხედფინალო ასპარეზობის წინ ყოყმანობდა, გასულიყო თუ არა კორტზე სათამაშოდ. საბოლოოდ, ფედერერმა ასპარეზობა მაინც გადაწყვიტა და ყატარის დედაქალაქ მიმდინარე შეჯიბრებაში ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა, გადამწყვეტი მატჩი მის გარეშე ჩაივლის – ცონგასთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მან ზურგის ტრავმის მომიზეზებით თამაშზე უარი განაცხადა. მაშ ასე, დოჰას კორტებზე მიმდინარე ტურნირს წლეულს ახალი გამარჯვებული ეყოლება (შარშან პირველობა ფედერერმა მოიგო), ჟო-ვილფრიდ ცონგას საფინალო მოწინააღმდეგის ვინაობას კი, რაფა ნადალისა და გაელ მონფისის მატჩის შემდეგ შევიტყობთ.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090673