ჩოგბურთი

19:52 | 6.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ლონდონში წარმატებული სტარტი აიღო

ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, “ბ” ჯგუფის საწყის მატჩში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და იანკო ტიპსარევიჩი დაუპირისპირდნენ. პირველი სეტის მეორე გეიმშივე შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდების აღება შეძლო და ეს უპირატესობა ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნა - 6:3. მეორე პარტიაში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა, ფედერერმა კიდევ სამჯერ შეძლო ბრეიკის შესრულება და 1 საათსა და 10 წუთში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა - 6:3, 6:1.
შეხვედრის განმავლობაში როჯერმა 7 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისი მეტოქის ანგარიშზე კი 3 ეისის წილ 1 ორმაგი გახლდათ.
დღეს “ბ” ჯგუფის მეორე მატჩში ხუან მარტინ დელ პოტრო დავიდ ფერერს დაუპირისპირდება. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე აიღებს.

გიორგი ბარბაქაძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089204