ჩოგბურთი

20:46 | 25.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი სეტში მხოლოდ გეიმს თმობს

 

2003 წლიდან მოყოლებული პირველად სადიდსლემო ტურნირების რეკორდული რაოდენობით (16) მომგებმა როჯერ ფედერერმა თავისი სასტარტო-საუიმბლდონო შეხვედრა ცენტრალურ კორტზე არ ჩაატარა. “მხიარული როჯერი” ესპანელ ალბერტ რამოსს პირველ კორტზე დაუპირისპირდა და პირენელ ოპონენტს იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა 6:1, 6:1, 6:1. მატჩი საათსა და 19 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც შვეიცარიელმა 9 ეისი შეასრულა. ფედერერის მომდევნო მოწინააღმდეგე იტალიელი ფაბიო ფონინია.
თანამემამულე ჯოკოვიჩის მსგავსად მეორე წრეში გავიდა იანკო ტიპსარევიჩიც (8). მან არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს 6:4, 7:6 (7:4), 6:2 მოუგო, ნამატჩევს კი განაცხადა, სატარტო შეხვედრაში მეტად რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგე მარგუნა წილისყრამ და ცოტათი გამიმართლა კიდეც, რადგან დავიდს რამდენჯერმე ბრეიკის გაკეთების შანსი ჰქონდა და ეს შესაძლებლობები რომ გამოეყენებინა, საბოლოო შედეგი ძნელი სავარაუდო იქნებოდაო.
ქალთა რეიტინგსიის პირველი ნომერი მარია შარაპოვა პრაქტიკულად უბრძოლველად გავიდა მომდევნო სტადიაზე. უიმბლდონის შარშანდელმა ფინალისტმა ავსტრალიელ ანასტასია როდიონოვას 6:2, 6:3 მოუგო და მეორე წრეში ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას შეხვდება.
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165928