ჩოგბურთი

19:41 | 27.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი კალენდრის შეკვეცის წინააღმდეგ

პროფესიონალ ჩოგბურთელთა საბჭოს თავჯდომარემ, 16 სადიდსლემო ტურნირის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვა ATP TOUR-ის კალენდრის შესაძლო შეკვეცასთან დაკავშირებით და ამ იდეის წინააღმდეგ გაილაშქრა.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეზონი ყოველთვის გრძელი და მომქანცველი იყო. სწორედ ეს აძლევს ჩოგბურთს ხიბლს და დამატებით ელფერს. გავიხსენოთ, უწინ ჩოგბურთელების უმრავლესობა წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობდა და გასული საუკუნის ვარსკვლავები ჩვენზე ნაკლებს საუბრობდნენ გადაღლაზე. ამასთან, პროფესიულ ჩოგბურთს ხომ უამრავი ადამიანი თამაშობს და არა მარტო ტოპ-ჩოგბურთელები. მათაც ხომ უნდა მივცეთ შესაფერისი თანხის გამომუშავების საშუალება”, - აცხადებს “მხიარული როჯერი” Tennisworldusa.org-თან საუბრისას.
ფედერერის მტკიცებით, უმთავრესი საშეჯიბრო განრიგის სწორად შერჩევა და შედგენაა. თანაც, ტურნირების უმეტესობა სამსეტიანი ასპარეზობების ფორმატით ტარდება. გასათვალისწინებელია შეჯიბრებათა ორგანიზატორების კანონიერი ინტერესებიც, თორემ ამ ადამიანებს, შესაძლოა, ჩოგბურთზე გული აუცრუვდეთ კიდეც. “ახალი ტექნოლოგიებმა და თანამედროვე სპორტსმენის ევოლუციამ ჩოგბურთი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა, საშეჯიბრო გრაფიკის შეკვეცის თაობაზე გადაწყვეტილება კი კარგად აწონ-დაწონილი ფიქრის და ანალიზის შემდეგ უნდა მივიღოთ”, - ასკვნის ფედერერი.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09103