ჭადრაკი

1:38 | 21.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტებმა ყოჩაღად დაიწყეს

ბათუმში სტარტი აიღო ევროპის ასაკობრივმა (8, 10, 12, 14, 16, 18) ჩემპიონატებმა გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, 34 ქვეყნის 707 მოჭადრაკის მონაწილეობით.
ტურნირის პირველ ტურში თითქმის ყველა ფავორიტმა გამარჯვება იზეიმა. 18 წლამე გოგონებში რეიტინგ-სიის სათავეში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი ქეთი წაწალაშვილია. 16 წლიანებს  მსოფლიოს და ვეროპის მრავალგზის ჩემპიონი მერი არაბიძე პირველობს, მეორე ნომრად კი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი 12 წ. გოგონათა შორის მარიამ დანელიაა განთესილი.
საქართველოდან ჩემპიონატში ყველაზე მეტი მონაწილე 8 წლიანებშია. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონობისთვის 27 გოგონა და 38 ბიჭი იბრძვის. ყველაზე ცოტა წარმომადგენელი 18 წლიანებში გვყავს – 5 გოგონა და 8 ჭაბუკი.
ბათუმში მსგავსი მასშტაბის ახალგაზრდული ევროპული ტურნირი პირველად ტარდება, თუმცა, აჭარას პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს.
1999 წლის ნოემბერს ბათუმმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა, ხოლო 2002-ში ამ ქალაქში ისტორიული მატჩი ჩატარდა: ევროპა აზიის წინააღმდეგ, ლეგენდარული მოჭადრაკეების, მრავალგზის მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების – გარი კასპაროვისა და მაია ჩიბურდანიძის მონაწილეობით.
ოთხიოდე წლის წინ, 2006-ის შემოდგომაზე ბათუმშივე მსოფლიოს უძლიერესმა ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა საუკეთესოს ტიტულისათვის იბრძოლეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161481