ჩოგბურთი

10:59 | 15.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტების მეოთხედფინალი

აღმოსავლეთგერმანულ ქალაქ ჰალეში დაწყებულ ტურნირზე სასტარტო გამარჯვება მოიპოვა ამ შეჯიბრების მრავალგზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა. სადიდსლემო ტურნირების 16-გზის ტრიუმფატორმა შვეიცარიელმა გერმანელ ფლორიან მაიერს 6:4, 7:5 მოუგო და მეოთხედფინალში ახალგაზრდა კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება. “საკუთარი თამაშის დონით კმაყოფილი დავრჩი. ვიცოდი, მაიერთან რთული ორთაბრძოლა რომ მელოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, ბალახის კორტზე სეზონის პირველ მატჩს რომ ვატარებდი”, - განაცხადა ნამატჩევს ფედერერმა.
მეოთხედფინალშია ჰალეში პირველ ნომრად განთესილი რაფა ნადალიც. მალიორკელს სლოვაკ ლუკაშ ლაცკოსთან პირველ სეტში კი გაუჭირდა (7:5), მაგრამ მეორეში უპრობლემოდ სძლია დასავლელსლავს (6:1) და დღევანდელ მეოთხედფინალში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს (8) დაუპირისპირდება. “მეორე პარტიაში აქტიური თამაში დავიწყე და ყველაფერი თავის ადგილად დადგა”, - ფედერერის მსგავსად, ნადალიც ბალახისსაფარიან კორტზე წლევანდელი დებიუტით კმაყოფილი დარჩა.
ამასობაში რაფა ნადალმა დაადასტურა, რომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა თანრიგში მარსელ გრანოლიერსთან ერთად იასპარეზებს. მამაკაცებს შორის ოლიმპიადაზე ესპანეთს კიდევ ერთი წყვილი (დავიდ ფერერი-ფელისიანო ლოპესი) წარადგენს.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093023