დღეს, თბილისის ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 100-მდე მოფარიკავე ვაჟი და გოგონა მონაწილეობს.
ტურნირის პირველ დღეს მოფარიკავეები ერთმანეთს ხმალში შეეჯიბრნენ, 22 სექტემბერს საუკეთესოები რაპირაში გამოვლინდებიან, 23 სექტემბერს კი – დაშნაში.
ქართველი მოფარიკავეებისათვის საქართველოს ჩემპიონატი ბოლო მოსამზადებელი ტურნირია ევროპის თასის ერთ-ერთი ეტაპის წინ, რომელიც ოქტომბრის მიწურულს თბილისში გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში
21 სექტემბერი, ხმალი
ბიჭები
1) ბექა ბაზაძე
2) საბა სულამანიძე
3) სანდრო ბაზაძე
4) გიორგი გორგიძე
გოგონები
1) თეონა ყვავაძე
2) ანა სინატაშვილი
3) თამარ კენჭია
4) ქრისტინე სანდუხაძე







