ჭადრაკი

14:14 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭადრაკე ლევან ფანცულაიამ (2614) კიდევ ოთხი მეტოქის დარად 7.5 ქულა მოაგროვა და გამარჯვებულ აბიჯეეტ გუპტას (ინდოეთი, 2606) 0.5 ქულით ჩამორჩა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-6 ადგილი დაიკავა.

ერთნაირი მონაგარი ჰქონდათ მერაბ გაგუნაშვილს (2547) და თორნიკე სანიკიძეს (2541). მათ 6.5-6.5 ქულა აღმოაჩნდათ და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-12 და მე-17 პოზიციები ერგოთ. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111552