ფეხბურთი

12:28 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაოსთვის ბრძოლაში პსჟ დაწინაურდა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე მადრიდის “ატლეტიკოს” მეგოლე რადამელ ფალკაო იქნება. AS-ის ცნობით, პარიზელები იმდენად მომგებიან წინადადებას ამზადებენ, რომ მადრიდელებს უარის თქმა გაუჭირდებათ. 

საქმე ისაა, რომ პსჟ იმ თანხის გადახდას გეგმავს, რამდენიც კოლუმბიელის კონტრაქტის გამოსასყიდი ღირებულებაა. საუბარია 60 მილიონ ევროზე. ამ შემთხვევაში, “ატლეტიკო” ტრანსფერს დათანხმდება, პარიზელებს კი, უშუალოდ ფალკაოსთან მოუწევთ პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება. 
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელის შეძენით, ინგლისური კლუბები – “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” არიან დაინტერესებულნი. ესპანურ პრესას მიაჩნია, რომ ფალკაოსთვის ბრძოლაში ფავორიტი პსჟ-ა.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112958