ფეხბურთი

1:39 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო გოლით იწყებს, „მონაკო“ - მოგებით

საფრანგეთის ლიგა ერთში დაბრუნებულმა და გვარიანად გაძლიერებულმა „მონაკომ“ 2013-14 წლების გათამაშება 3 ქულის აღებით დაიწყო. კლაუდიო რანიერის გუნდმა, რთულ მატჩში, „ბორდოს“ გასვლაზე სძლია.

„შაბან დელმაზე“ გამართულ მატჩში, რომელიც სახიფათო მომენტების ნაკლებობას არ უჩიოდა, გოლები ბოლო 10 წუთში გავიდა. ახლო მანძილიდან დარტყმებით, თავი რივიერმა და დებიუტანტმა ფალკაომ გამოიჩინეს. საინტერესო ისაა, რომ ორივე მათგანმა, მეტოქე მცველი თავისდაუნებურად მოატყუა და მეკარესთან პირისპირ ასე გავიდა.

ამ მოგების შემდეგ, „მონაკო“ არის ჯერჯერობით ერთადერთი გუნდი, რომელმაც საფრანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად იმარჯვა.

აქტივში იოლი 3 ქულა ჩაიწერა „ლიონმა“, რომელმაც „ნიცას“ უმასპინძლა და მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.

 

ბორდო-მონაკო 0:2 (0:0)

ბორდო, “შაბან დელმა

ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო, სანე, პლანუსი, პუნჯე, ბიოგო პოკო (ბენ კალფალა 86), ნ’გემო (საკო 83), პლაზილი, ობრანიაკი, მორის-ბელე (დიაბატე 64), სევე.

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი, ფაბინიო, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ობადი, ტულალანი, ოკამპოსი, როდრიგესი (რივიერი 70), ფერეირა (ტისერანი 90+1), ფალკაო.

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

გოლები: 0:1 რივიერი (82), 0:2 ფალკაო (87).

გაფრთხილება: პლანუსი 90+2.

მსაჯი: ლორან დუამელი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 12 (3)-15 (7), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 5-3, ჯარიმა: 17-11.

 

ევიანი-სოშო 1:1 (1:0)

ენსი, “პარკ დე სპორტსი

ევიანი (4-4-2): ლაკე, საბალი, მენსა, მონგონგუ, ვასი, ბარბოსა (ესკობარი 82), რაბიუ, სორლინი (კამბონი 69), ერეტი (ფაკუნდო 68), ბენეზე, ბერიგო.

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

სოშო (5-3-2): პუპლინი, კორშია, პეიბერნე, კანტე, კარლაო (დუბაი 78), ფოსურიე, ბუდებუზი, აიკმაიერი, კონტუ, ბუტინი (პრივა 72), ბაკამბუ.

მწვრთნელი: ერიკ ელი.

გოლები: 1:0 ერეტი (4), 1:1 კონტუ (54).

გაფრთხილებები: სორლინი 64 - კარლაო 69, ფოსურიე 79.

მსაჯი: ფილიპ კალტი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 12 (8)-7 (6), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 5-5, სეივი: 5-7, ჯარიმა: 13-18.

 

ლილი-ლორიანი 1:0 (1:0)

ვილანოვ დ’ასკი, “გრანდ სტად ლილ მეტროპოლი

ლილი (4-1-3-2): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სუარე, მავუბა, ბალმონი (მეიტე 69), მარტინი, გუეიე, ორიჟი (როდელინი 51), კალუ (რუისი 90+3).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა, კონე (კუტადო 76), ეკუალ მანგა, გერეირო, მონე-პაკე (სუნუ 81), ლემინა, ლოტოა, ბართელმი, ჟუფრე (რობერი 68), აბუბაკარი.

მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.

გოლი: 1:0 ორიჟი (13).

გაფრთხილებები: ბერია 51 - კონე 39, გასამა 56.

გაძევება: გასამა 82.

მსაჯი: ამაური დელერუ.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 5 (3)-7 (4), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-2, ჯარიმა: 19-18.

 

ლიონი-ნიცა 4:0 (1:0)

ლიონი, “ჟერლანი

ლიონი (4-2-3-1): ა. ლოპესი, მ. ლოპესი, ბისევაცი, ფოფანა, ბედიმო, მვუემბა, ფერი, ბენზია (ბალული 60), გრენიე (დანიჩი 78), გურკუფი, ლაკაზეტი.

მწვრთნელი: რემი გარდი.

ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, ჟენევუა, დიგარი, ამავი (გომისი 67), აბრიელი, ტრაორე, პიე (კონტანტი 67), ბრულსი (ბრუინსი 86), ბოტეკი, ეისერიჩი.

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (13), 2:0 გრენიე (55), 3:0 ლაკაზეტი (69), გურკუფი (90).

გაფრთხილება: ლოპესი 84.

მსაჯი: ფრედი ფოტრე.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (6)-10 (5), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 5-2, ჯარიმა: 21-9.

 

ნანტი-ბასტია 2:0 (1:0)

ნანტი, “სტად ბოჟუარი

ნანტი (4-4-2): რიუ, სისოკო, ვიზკარონდო, ჯილობოჯი, ვეინო, ოდელინი (ტურე 66), ვერეტუ, ტურე, ბესატი, გაკპე (მბიდა 88), ჯორდევიჩი (არისტეგიეტა 80).

მწვრთნელი: მიხელ დერ ზაკარიანი.

ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, დიაკიტე, სკილაჩი, არეკი, პალმიერი, კაუზაკი (რომარიკი 73), იატაბარე, კაზრი, მაულიდა (ბრუნო 66), რასპენტინო (კესერუ 46), არაუხო.

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.

გოლები: 1:0 ჯორდევიჩი (23), 2:0 პალმიერი (90, ს.კ.).

გაფრთხილებები: ვერეტო 6, არისტეგიეტა 86 - კაუზაკი 10, იატაბარე 24, რასპენტინო 45.

გაძევებები: ვერეტო 65 - ილანი 70.

მსაჯი: კლემენ ტურპინი.

ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 9 (3)-11 (0), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-1, ჯარიმა: 15-14.

 

რენი-რეიმსი 2:1 (1:1)

რენი, “რუტ დე ლორიანი

რენი (4-3-3): კოსტილი, დანსე, კანა-ბიიკი, თეოფილე-კათერინი, ჟებუ, კონრადსენი (ფერე 59), მაკუნი, პაჟო, პიტროიპა (მორეირა 86), ერდინგი, ალე.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

რეიმსი (4-3-3): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, სინიორინო, დევო (კა 77), კრიშოვიაკი, ონიანჟი, ფორტე, კურტე (შაბრონიე 71), აიტე (ატარი 69).

მწვრთნელი: უბერ ფურნიე.

გოლები: 1:0 პაჟო (9), 1:1 კრიშოვიაკი (45), 2:1 ერდინგი (84).

გაფრთხილებები: პაჟო 90+2 - მანდი 60, ფორტე 70.

მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (6)-17 (5), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-4, ჯარიმა: 7-15.

 

ვალანსიენი-ტულუზა 3:0 (1:0)

ვალანსიენი, “ენო

ვალანსიენი (4-2-3-1): პენეტო, მატე, როზი, ბონგი, მასუაკუ (დუმბია 74), საესი, ენზა იამისი, დოსევი (ბაებეკი 64), დუკურტიო, მელიკსონი (ჩიტუ 83), პუჟოლი.

მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.

ტულუზა (3-2-3-2): აჰამადა, იაგო, სპაიჩი, აბდენუ, ტრეხო, რეგატინი (დიდო 55), აკპა აკპრო (ნინკოვი 70), სირიექსი, სილა, ბენ იედერი, ბენ ბაზატი (მბენგი 36).

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

გოლები: 1:0 მელიკსონი (37, პენ), 2:0 საესი (51), 3:0 პუჟოლი (90+3).

გაფრთხილებები: დოსევი26, მასუაკუ 48.

გაძევება: სპაიჩი 34.

მსაჯი: სტეფან იოშემი.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 18 (7)-2 (1), კუთხური: 6-0, თამაშგარე: 1-4, სეივი: 1-4, ჯარიმა: 23-12.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114808