კალათბურთი

15:10 | 9.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ქულა და 2 მოხსნა დააკლდა

მიმდინარე წლის 24 იანვარს, “ატლანტა ჰოუქსის” ქართველმა ცენტრმა “მილუოკი ბაქსის” წინააღმდეგ 38 წუთს ითამაშა და ჯორჯიელებს 9 ქულა და 14 მოხსნა შესძინა. დღეს დილით, “ინდიანა პეისერზთან” ჯახში, ჯორჯიელთა თავკაცმა ლარი დრიუმ ქართველ ცენტრს მიმდინარე სეზონში მისთვის სარეკორდო დრო კიდევ ერთხელ დაუთმო და ამჯერად, ზაზასგან 9 ქულა, 8 მოხნა (3 მეტოქის ფარზე), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიიღო. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში, გამარჯვება “ჰოუქსს” დარჩა.
ატლანტას “ფილიპს არენაზე” გამართულ მატჩს 16 288 მაყურებელი დაესწრო და ნანატრი გამარჯვებაც იხილა. საქმე ის გახლავთ, რომ დღევანდლამდე ჯორჯიელებს ზედიზედ სამი საშინაო თამაში ჰქონდათ წაგებული, ამჯერად კი, თავიდანვე მობილიზებულად დაიწყეს და დიდი შესვენებისთვის 18 ქულით დაწინაურდნენ. მართალია, მესამე მეოთხედში ინდიანელებმა სხვაობა ათი ქულით შეამცირეს, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ – 97:87.
ფაჩულიას მონაგარი თავშივე გაგაცანით, დამატებით კი იმას დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 2 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი მოედანზე ყოფნის დროს კი, “ატლანტამ” მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. სათქმელია ისიც, რომ ეპიზოდი ზაზას მონაწილეობით, მატჩის ერთ-ერთ მშვენებად იქცა. პირველ მეოთხედში ფაჩულიამ როი ჰიბერტს დაუფარა, შეტევაში წასულმა კი ბურთი მოხსნა და მარვინ უილიამსს სუპერპასი გაუკეთა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა იოლი ორი ქულა მიითვალა (http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=E4zI62IMWxY).

ატლანტელთა რიგებში საუკეთესო ჯოშ სმიტი გახლდათ, რომელმაც 46 წუთში 28 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 5 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა, “ჰოუქსის” კაპიტანი ჯო ჯონსონი კი ოც ქულას, ექვს მოხსნასა და 8 პასს გამორჩა. “პეისერზს” 21 ქულით, 5 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით ფორვარდმა დენი გრეინჯერმა ულიდერა.
“ატლანტას” 17 მოგება და 9 მარცხი გააჩნია და სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. ცნობისთვის, ჯორჯიელთა წინ სწორედ მათ მიერ ძლეული “ინდიანა” იმყოფება, უახლოესი მდევარი კი ფაჩულიას ყოფილი კლუბი “ორლანდო მეჯიქია”, რომელსაც “ჰოუქსი” შაბათს დილით სტუმრად გაეჯიბრება.
 
ატლანტა – ინდიანა 97:87 (32:21, 27:20, 21:31, 17:15)
ატლანტა:
სმიტი (28 ქ. 12 მ. 5 ჩ.), ჯ.ჯონსონი (20 ქ. 8 პ.), ფაჩულია (9 ქ. 8 მ.), ტიგი (5 ქ.), უილიამსი (5 ქ. 7 მ.); ჰაინრიხი (17 ქ.), მაკგრეიდი (13 ქ.), გრინი, რადმანოვიჩი, ა.ჯონსონი.
ინდიანა: გრეინჯერი (21 ქ.), უესტი (15 ქ.), ჰიბერტი (10 ქ. 13 მ.), კოლისონი (9 ქ. 9 პ.), ჯორჯი (5 ქ.); ჰენსბრო (15 ქ.), ეი ჯეი პრაისი (5 ქ.), ჯონსი (5 ქ.), ამუნდსონი (2 ქ.), სტივენსონი.

 

ფილადელფია – სან ანტონიო 90:100 (24:26, 21:22, 22:27, 23:25)
ფილადელფია:
იგუდალა (17 ქ. 7 მ.), ჰოლიდეი (15 ქ. 7 პ.), ბრენდი (11 ქ. 13 მ.), მიკსი (3 ქ.), ვუჩევიჩი; უილიამსი (22 ქ.), იანგი (16 ქ. 7 მ.), ტერნერი (4 ქ.), ალენი (2 ქ. 9 მ.).
სან ანტონიო: პარკერი (37 ქ. 8 პ.), დანკანი (16 ქ. 11 მ.), ბლეირი (6 ქ.), ჯეფერსონი (1 ქ.), გრინი; ნილი (18 ქ. 6 პ.), სპლიტერი (15 ქ.), ბონერი (5 ქ. 9 მ.), ლეონარდი (2 ქ.), ჯოზეფი.

 

ორლანდო – მაიამი 102:89 (26:18, 27:32, 24:11, 25:28)
ორლანდო:
ანდერსონი (27 ქ. 11 მ.), ჰოვარდი (25 ქ. 24 მ.), ნელსონი (12 ქ.), რიჩარდსონი (9 ქ.), თურქოღლუ (3 ქ. 7 პ.); რედიკი (11 ქ.), რიჩარდსონი (6 ქ.), დევისი (6 ქ.), დიუჰონი.
მაიამი: უეიდი (33 ქ.), ჯეიმსი (17 ქ. 10 პ.), ბოში (12 ქ. 9 მ.), კოული (9 ქ.), ენტონი; ბატიე (8 ქ.), მილერი (3 ქ.), ჯონსი (3 ქ.), ჰასლემი (2 ქ. 7 მ.), პიტმენი (2 ქ.), ჰარისი, ჰოვარდი.

 

ტორონტო – მილუოკი 99:105 (29:28, 22:30, 22:18, 26:29)
ტორონტო:
დეროზანი (25 ქ.), ჯ.ჯონსონი (15 ქ. 7 მ.), კალდერონი (9 ქ. 15 პ.), ა.ჯონსონი (7 ქ.), ბეილესი (6 ქ. 7 პ); კლეიზა (12 ქ. 8 მ.), ბარბოზა (11 ქ.), ბატლერი (8 ქ.), დევისი (6 ქ. 7 მ.), კარტერი, მალოირი.
მილუოკი: დელფინო (25 ქ. 9 მ.), გუდენი (20 ქ. 14 მ.), ჯენინგსი (11 ქ.), მბა ა მუტე (10 ქ.), ლივინგსტონი (4 ქ.); დანლივი (18 ქ. 7 მ.), ჯეკსონი (17 ქ.), უდრიჰი, ლეუერი, სენდერსი (4 დ.).

 

ვაშინგტონი – ნიუ იორკი 93:107 (23:17, 23:35, 22:25, 25:30)
ვაშინგტონი:
უოლი (29 ქ. 6 პ.), ბუკერი (17 ქ. 7 მ.), მაკგი (8 ქ. 9 მ.), იანგი (7 ქ.), სინგლტონი (6 ქ. 8 მ.); ევანსი (9 ქ.), კროუფორდი (7 ქ.), მეისონი (4 ქ.), ვესელი (4 ქ.), სერაფინი (2 ქ.), მაკი.
ნიუ იორკი: ჩენდლერი (25 ქ. 11 მ.), ლინი (23 ქ. 10 პ.), ფილდსი (16 ქ. 8 მ.), უოკერი (5 ქ.), ჯეფრისი (2 ქ.); ნოვაკი (19 ქ.), შუმპერტი (17 ქ.), ბიბი, ჯორდანი.

 

კლივლენდი – კლიპერსი 99:92 (19:24, 21:16, 30:24, 29:28)
კლივლენდი:
ჯემისონი (27 ქ. 8 მ.), სეშნსი (24 ქ. 13 პ.), გიბსონი (17 ქ.), ვარეჟაო (15 ქ. 11 მ.), კასპი (2 ქ.); ჯი (7 ქ.), ეიენგა (6 ქ.), სამუელსი (1 ქ.), ჰერენგოდი, ერდენი.
კლიპერსი: გრიფინი (25 ქ. 15 მ.), ბატლერი (21 ქ.), პოლი (16 ქ. 12 პ.), ფოი (15 ქ.), ჯორდანი; მარტინი (6 ქ.), უილიამსი (5 ქ.), გომესი (2 ქ.), ევანსი (2 ქ. 7 მ.).

 

ნიუ ჯერსი – დეტროიტი 92:99 (20:20, 19:31, 28:23, 25:25)
ნიუ ჯერსი:
დ.უილიამსი (34 ქ. 7 პ.), შელდენ უილიამსი (11 ქ.), ჰამფრისი (9 ქ. 16 მ.), მოროუ (6 ქ.), შოუნი უილიამსი (4 ქ.); ფარმარი (22 ქ.), გეინსი (3 ქ.), ბოგანზი (3 ქ.), ჯ.უილიამსი, პეტრო.
დეტროიტი: მონრო (20 ქ. 12 მ.), პრინსი (15 ქ.), ნაიტი (13 ქ.), სტაკი (12 ქ. 6 პ.), მაკსიელი (4 ქ.); იერებკო (16 ქ. 7 მ.), გორდონი (14 ქ.), რასელი (5 ქ.), დეი, უოლესი.

 

ნიუ ორლეანი – ჩიკაგო 67:90 (14:23, 17:21, 15:26, 21:20)
ნიუ ორლეანი:
ბელინელი (13 ქ.), ოკაფორი (10 ქ. 9 მ.), არიზა (6 ქ.), აიონი (6 ქ.), ჯეკი (4 ქ.); კამანი (17 ქ. 9 მ.), ვასკესი (5 ქ.), ჰენრი (4 ქ.), ტომასი (2 ქ.), ამინუ.
ჩიკაგო: ბუზერი (18 ქ.), ნოა (13 ქ. 10 მ.), დენგი (9 ქ. 7 მ.), როუზი (6 ქ. 6 პ.), ბრიუერი (5 ქ.); გიბსონი (14 ქ.), კორვერი (12 ქ.), აშიკი (8 ქ. 8 მ.), ლუკასი (3 ქ.), უოტსონი (2 ქ.), ბატლერი, სკალაბრინი.

 

მემფისი – მინესოტა 85:80 (26:21, 18:13, 22:20, 19:26)
მემფისი:
გეი (19 ქ. 9 მ.), პონდეკსტერი (17 ქ.), გასოლი (12 ქ. 8 მ.), სპეიტსი (6 ქ. 15 მ.), კონლი (2 ქ. 7 პ.); კანინგემი (12 ქ. 7 მ.), მაიო (10 ქ.), პარგო (7 ქ.), ჰადადი.
მინესოტა: უილიამსი (13 ქ. 9 მ.), პეკოვიჩი (10 ქ. 9 მ.), ჯონსონი (7 ქ.), რუბიო (4 ქ. 7 მ.), რიდნური (2 ქ.); ბარეა (17 ქ. 6 პ.), ბიზლი (13 ქ.), რენდოლფი (8 ქ.), ელინგტონი (2 ქ.), მილერი (2 ქ.), უებსტერი.

 

დენვერი – დალასი 95:105 (25:33, 28:31, 25:23, 17:18)
დენვერი:
ლოუსონი (16 ქ. 10 პ.), ნენე (16 ქ. 10 მ.), აფლალო (12 ქ.), ანდერსენი (2 ქ.), სტოუნი; ფერნანდესი (17 ქ.), ჰარინგტონი (17 ქ.), მილერი (11 ქ. 7 მ. 6 პ.), კოსტა (4 ქ. 8 მ.).
დალასი: ნოვიცკი (25 ქ. 9 მ.), კარტერი (17 ქ. 8 პ.), მერიონი (13 ქ.), უესტი (9 ქ. 7 მ.), ჰეივუდი; ბობუა (13 ქ.), რაიტი (10 ქ.), მაინმი (7 ქ.), ოდომი (6 ქ.), ტერი (5 ქ.).

 

პორტლენდი – ჰიუსტონი 96:103 (28;30, 18:30, 24:17, 26:26)
პორტლენდი:
უოლესი (20 ქ. 9 მ.), მეტიუზი (17 ქ.), ოლდრიჯი (13 ქ.), ფელტონი (9 ქ. 6 პ.), კემბი; კროუფორდი (21 ქ. 6 პ.), ბატუმი (10 ქ.), ტომასი (6 ქ.), სმიტი.
ჰიუსტონი: ლოური (12 ქ.), სკოლა (12 ქ.), პარსონსი (7 ქ. 8 მ.), მარტინი (4 ქ.), დალემბერტი (2 ქ.); ბადინგერი (22 ქ.), ლი (16 ქ.), პატერსონი (11 ქ. 7 მ.), დრაგიჩი (10 ქ.), ჰილი (7 ქ.).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095551