საქართველოს ეროვნული გუნდის და “
“ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავსაც კარგად ვგრძნობ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის”, - განაცხადა ზაზამ “ფეისბუქის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, წინასწარი ვარაუდებით, ზაზას სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით ექვს თვეს გასტანს. ცხადია, ამის გამო, ფაჩულიას მომავალ ევრობასკეტზე თამაში წარმოუდგენლად მოსჩანს, თუმცა, ახლა მთავარი სხვა რამაა: ეროვნული გუნდის კაპიტნის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მის კარიერას საფრთხე აღარ ემუქრება.









