კალათბურთი

13:38 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას მონაგარი “ნიქსთან” – 7 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია მოედანს ტრავმით გამოწვეული ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა, ისე გამოიყურება, თითქოს განვლილი პერიოდი არც ყოფილა.

ქართველი ცენტრი “მილუოკი ბაქსის” წინასასეზონო მატჩებში გამოჩნდა და “ჩიკაგო ბულზთან” 16:51 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, დღეს დილით კი, “ნიუ იორკ ნიქსთან” მოგებულ (105:95) მოგებულ შეხვედრაში კიდევ უფრო სარგებლიანი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ გასულ მატჩამდე ლარი დრიუს მიერ გაწვრთნილ “ბაქსს” ხუთივე საგამოფენო თამაში წაგებული ჰქონდა და ნავსი ნიუ იორკელებთან “გატეხა”.

ფაჩულიამ მოედანზე 21:05 წუთი გაატარა და 7 ქულა, 9 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და 5 პასი მიითვალა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

ლარი სანდერსმა, რომელიც “მილუოკიში” სასტარტო ცენტრის პოზიციაზე გამოჩნდა, 24:31 წუთში თამაშიდან ასევე ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა და 7 ქულას 7 მოხსნა წაამატა. “ბაქსის” რიგებში ყველაზე შედეგიანები კერონ ბატლერი (24 ქულა) და ო ჯეი მაიო (22) იყვნენ, ლუკ რიდნურმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა – 18 ქულა, 11 მოხსნა.

მილუოკელები ბოლო წინასასეზონო მატჩს 26 ოქტომბრის დილას მშობლიურ “ჰარის ბრედლი სენთერში” “ტორონტო რეპტორზთან” ჩაატარებენ, 31 ოქტომბერს კი ნბა-ს ახალ სეზონში ნიუ იორკში იმავე “ნიქსთან” შეხვედრით ჩაებმებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111944