კალათბურთი

13:25 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 4 ქულა და მარცხი დალასელებთან

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” “დალას მავერიქსს” დაუხვდა და 83:91 დამარცხდა. სტუმრებმა პირველივე მეოთხედის თავზე 15-ქულიანი (34:19) უპირატესობა დაიბევეს და მიუხედავად დიდი მცდელობისა, “ბაქსმა” თამაში ვეღარ იხსნა.

დიდად წარმატებული თამაში არც თავად ქართველ ცენტრს ჰქონია. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 38:22 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 შეცდომა დაუშვა, 2-ჯერ დაუფარეს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

მილუოკელთაგან ო ჯეი მაიო და კერონ ბატლერი გამოირჩნენ. პირველმა 28 ქულა ჩააგდო, მეორის აქტივში კი ორმაგი დუბლი გახლდათ – 19 ქულა, 13 მოხსნა.

დალასელთაგან სახელოვანმა გერმანელმა დირკ ნოვიცკიმ 16 ქულა ჩააგდო, მასზე უკეთესი შედეგი (18 ქულა) კი მონტა ელისს ჰქონდა.

“ბაქსი” 2 მოგებით და 3 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალურ დივიზიონში ბოლო მე-5 ადგილზე დაქვეითდა. ფაჩულიას კლუბს მომდევნო მატჩი 13 ნოემბრის დილას სტუმრად მრისხანე “მაიამი ჰითთან” ელის.

 

მილუოკი – დალასი 83:91 (19:34, 21:21, 24:13, 19:23)

მილუოკი: ბატლერი (38 წ. 19 ქ. 13 მ. 3 პ.), ჰენსონი (27 წ. 8 ქ. 5 მ.), ფაჩულია (38 წ. 4 ქ. 7 მ. 3 ჩ.), მაიო (37 წ. 28 ქ. 6 მ.), ვოლტერსი (36 წ. 5 ქ. 3 მ. 5 პ.); ნილი (20 წ. 7 ქ. 3 მ. 3 პ.), მიდლტონი (18 წ. 6 ქ. 3 მ.), ნაიტი (15 წ. 6 ქ.), უდო (12 წ.).

დალასი: მერიონი (34 წ. 14 ქ. 10 მ. 3 პ.), ნოვიცკი (32 წ. 16 ქ. 6 მ.), დალემბერტი (26 წ. 6 ქ. 6 მ.), ელისი (40 წ. 18 ქ. 5 პ. 3 ჩ.), კალდერონი (36 წ. 9 ქ. 7 მ. 3 პ.); ბლეირი (22 წ. 7 ქ. 11 მ. 3 ჩ.), კარტერი (21 წ. 13 ქ. 3 მ. 3 პ.), ქრაუდერი (16 წ. 4 ქ.), მეკელი (13 წ. 4 ქ.).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124211