კალათბურთი

14:11 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია სასტარტოში და ჩაშლილი მატჩი

ასეთი რამ ნბა-შიც ხდება... "ტორონტო რეპტორზისა" და "მილუოკი ბაქსის" მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ იატაკი არ იყო სათამაშოდ ვარგის მდგომარეობაში. შეხვედრის დასაწყისშივე რამდენიმე მოთამაშეს ფეხი დაუცურდა და წაიქცა, რის შემდეგაც მსაჯებმა მატჩი შეწყვიტეს, 20 წუთში კი გამოცხადდა, რომ შეხვედრა აღარ გაგრძელდებოდა. "მილუოკი" "ტორონტოს" 14:9 უგებდა.
არადა, ეს გახლდათ ორივე გუნდისთვის ბოლო საგამოფენო მატჩი. ნბა-ს სეზონი 1 ნოემბერს იწყება, გუნდები კი მზადების ბოლო ეტაპს გადიან. პირველად, რაც "მილუოკიში" გადავიდა, ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. წინა 2 შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა შესანიშნავად ითამაშა და ბევრად აჯობა სასტარტო ლარი სანდერსს. ფაჩულიამ მშვენივრად დაიწყო "ტორონტოსთან" მატჩი და მოედანზე გატარებულ 6 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა მოგროვებული. არც ერთ გუნდს ჯერ შეცვლაც არ ჰქონდა გაკეთებული, როცა თამაშის მე-7 წუთზე მატჩი შეწყდა და აღარ გაგრძელდა. მილუოკის "ჰარის ბრედლის" არენა მატჩის გასამართად მზად არ აღმოჩნდა.
ნბა-ს ჩემპიონატის პირველ მატჩს "მილუოკი" 1 ნოემბერს ბოსტონში, "სელტიქსთან" გამართავს.

www.gbf.ge

http://www.youtube.com/watch?v=pmXl314kPgY

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117204