ლათინოამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარაგვაის საფეხბურთო კლუბ “სერო პორტენიოს” ნახევარმცველი ხონათან ფაბრო თავის მეგობარს გოგონას, ცნობილ მოდელ ლარისა რიკელმეს ღალატობს.
ფაბრო ამას ყვითელი პრესის ჭორებს უწოდებს და საზოგადოებას არწმუნებს: “საწყენია, რომ ასეთ ამბებს იგონებენ ჩემი და ლარისას ურთიერთობაზე. ჩვენ მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს და არც პრესაში დაწერილ ამბავს მოუხდენია რაიმე გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე”.
არადა, ფაბრო რიკელმეზე დაქორწინებას არ ჩქარობს: “ჯერ კიდევ ადრეა, ისედაც ერთად ვართ სულ. ლარისა “სეროს” ერთ თამაშსაც არ აცდენს – ის ჩემი ერთგული გულშემატკივარია”.







