თამაშგარე

11:13 | 13.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელოს ცოლი, ქმრის მექალთანეობამ დაღალა

ცნობილი იტალიელი საფეხბურთო მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს მეუღლემ, ლაურა ლავი-კაპელომ ერთ-ერთ იტალიურ ტელეშოუში აღიარა, რომ რაც ფაბიოს ცოლი გახდა, იმ დღიდან მოყოლებული, მუდმივად ქმრის კონტროლს ეწევა, რადგან ფაბიო ქალების დიდად მოყვარული კაცია და მისი ნდობა არ შეიძლება.
სინიორ ფაბიოს მეუღლის თქმით, თუკი კაპელოს ქალებში განავარდების შანსი მიეცემა, ხელიდან ასეთ შანსს არასოდეს უშვებს და მან უამრავი შემთხვევა იცის, როდესაც მისმა ქმარმა ცოლის ღალატი იდო კისრად. აქამდე ფაბიოსთანა მექალთანეს მრავალი ცოლი დაშორდებოდა, მაგრამ ლაურა ლავი-კაპელო როგორ ჩანს, სხვა ”თიხით არის ნაძერწი”.
ლაურა ამბობს, რომ აქამდე ფაბიოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უძლებს, რომ ქმარი ძალიან უყვარს და ფაბიო კაპელოს ცუდ თვისებებთან ერთად, მრავალი კარგი თვისებაც გააჩნია. ლაურა კაპელო ყველაზე მეტად მაინც იმითაა გაკვირვებული, რომ მისი ქმრის მექალთანეობა ვერც “ასაკმა” განკურნა და ხვადი ძაღლივით, სადაც კი შემთხვევა ეძლევა, ფაბიო მზადაა, ”გასაკეთებელი” იქვე გააკეთოს...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093016