ძიუდო

21:57 | 20.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის თასი უქართველებოდ და უვარსკვლავებოდ ჩატარდა

შაბათ-კვირას სლოვენიის ქალაქმა სელიემ ძიუდოისტთა ევროპის თასს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა 26 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო, მაგრამ არცთუ მაღალი რანგის გამო, მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავთა უმრავლესობამ სლოვენიურ ტატამზე გასვლას ვარჯიში ამჯობინა. ევროპის თასი არც საქართველოს ნაკრების გეგმაში შედის.
9-13 სექტემბერს მოსკოვში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება ამირან ტოტიკაშვილის გუნდმა ახლახან, ბათუმის სარეაბილიტაციო შეკრებით გახსნა. ზაფხულის ბოლომდე საქართველოს ნაკრების კანდიდატები ერთადერთ ტურნირზე იჭიდავებენ – 3-4 ივლისს, მოსკოვის “დიდ სლემზე”.
სლოვენიურ ევროპის თასზე გუნდურ ჩათვლაში ყველაზე შედეგიანად გადახალისებული შემადგენლობით მოჭიდავე ჰოლანდიელები გამოვიდნენ. მეორე-მესამე პოზიციებზე კი, სლოვენიელები და ბრიტანელები განთავსდნენ.  
ძიუდო
ევროპის თასი
19-20 ივნისი

60 კგ
1 იგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
2 ლუის ფლოქსი (ესპანეთი)
3 ლასლო ბურიანი (უნგრეთი)
3 გევორქ ხაჩატრიანი (უკრაინა)

66 კგ
1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
3 კირილო მელნიჩენკო (უკრაინა)
3 ანტი რინტამაკი (ფინეთი)

73 კგ
1 რენატ მირზალიევი (უკრაინა)
2 არტემ ბულიგა (უკრაინა)
3 ნორბერტ ფლეშერი (გერმანია)
3 გესუალდო სკოლო (იტალია)

81 კგ
1 მარიან ჰალასი (რუმინეთი)
2 ადამ ბიკი (ბრიტანეთი)
3 ტომ დავისი (ბრიტანეთი)
3 ბენი ნორტანი (ჰოლანდია)

90 კგ
1 ვინსტონ გორდონი (ბრიტანეთი)
2 რობ ვან ლაარჰოვენი (ჰოლანდია)
3 რომან გონტიუკი (უკრაინა)
3 მიჰალ ჰორაკი (ჩეხეთი)

100 კგ
1 დენი მეუვსენი (ჰოლანდია)
2 ვიაჩესლავ მიხაილინი (რუსეთი)
3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
3 შტეფან კრაუზე (გერმანია)

+100 კგ
1 ლუკ ვერბიჟი (ჰოლანდია)
2 ბენჟამინ ვან ლეუვაარდი (ჰოლანდია)
3 არტემ ბლოშენკო (უკრაინა)
3 ადამ იუჰაში (უნგრეთი)
ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161224