დღეს, 14თებერვალს თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, სილვიო დანაილოვი.
საქმიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილთან. სტუმარი აგრეთვე გაეცნობა ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატისათვის მზადების პროცესს, მოინახულებს თამაშისათვის განკუთვნილ დარბაზს და ა.შ.
სილვიო დანაილოვი - ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი 2010 წლიდან, ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე.
2011 წლის 4 იანვარს, ბულგარეთის პრეზიდენტის, გეორგი პირვანოვის ბრძანებულებით დაჯილდოვდა ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი - „სტარა პლანინას“ პირველი ხარისხის ორდენით - განსაკუთრებული ღვაწლისათვის ფიზიკური კულტურისა და სპორტის გავითარებისათვის ბულგარეთში.
ამ მედლით დაჯილდოებულთა შორის არიან: კოლინ პაუერი, ანგელა მერკელი, ტონი ბლერი, ნელსონ მანდელა, სილვიო ბერლუსკონი და სხვები.
მსოფლიოს ექსჩემპიონების, ვესელინ ტოპალოვის (ბულგარეთი) და რუსლან პონომარიოვის (უკრაინა) მენეჯერი.
2005 წლიდან მსოფლიოში უძლიერესი დახურული ტურნირების „M-Tel Masters“-ის ორგანიზატორი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახური







