ჭადრაკი

0:57 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატში 9 ქართველი მოჭადრაკე ჩაება

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში სტარტი აიღო ევროპის რიგით მე-15 ინდივიდუალურმა პირველობამ ქალთა შორის, რომელიც წელს, პირველად “იუნესკოს” ეგიდით ჩატარდება.

მონაწილეთა შორის 26 ქვეყნის 106 მოჭადრაკეა, მათ შორის 96 საერთაშორისო წოდების მქონე. სატურნირო რეიტინგ-სიის ლიდერი ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძეა (2541). მის გარდა, შეჯიბრში 3 2500-ზე მაღალი რეიტინგით მოჭადრაკე  მონაწილეობს: მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2521), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2501) და  ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2508).

ძაგნიძესთან ერთად, ქართულ დელეგაციას კიდევ 8 მოჭადრაკეს წარადგენს: ლელა ჯავახიშვილი (2474), ნინო ხურციძე (2460), სალომე მელია (2454), ნინო ბაციაშვილი (2417), მერი არაბიძე (2406), სოფიკო გურამიშვილი (2402), სოფიო გვეტაძე (2356), მადონა ბოკუჩავა (2027);

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონის წილად 11 000 მოდის. მეორე ადგილი – 9 000-ს მიიღებს, მესამე – 7 000-ს, სულ კი საპრიზო თანხებს მოწინავე ოცეულში გასულები მიიღებენ. მე-20 ადგილოსანს 1000 ევრო ერგება.

პირველ თოთხმეტ პოზიციაზე გასული მოჭადრაკეები ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

ჩემპიონატი 11 ტურად 17 ივლისის ჩათვლით ჩატარდება, 13 ივლისის გარდა. ამ დღეს  მონაწილეები დაისვენებენ. ისიც ვთქვათ, რომ 40 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია.

პირველ ტურში ქართველთა უმეტესობამ იმარჯვა. ძაგნიძემ ოლსაროვა (ჩეხეთი, 2274) დაამარცხა, ჯავახიშვილმა – აბდულა (აზერბაიჯანი, 2233), ხურციძემ – დორჯიევა (რუსეთი, 2225), მელიამ – ანა სტიაჟკინა (რუსეთი, 2220), არაბიძემ – ოლგა სტიაჟკინა (რუსეთი, 2177), გურამიშვილმა – პეტრუხინა (რუსეთი, 2156), ხოლო გვეტაძემ – დე როსა (იტალია, 2081).

ბაციაშვილი კაზიმოვას (აზერბაიჯანი, 2180) დაუზავდა, ქართველთაგან ერთადერთი მარცხი კი ბოკუჩავას შეემთხვა. მან კოჩეტკოვასთან (სლოვაკეთი, 2333).

მე-2 ტურში პირველ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ: გვეტაძე – ძაგნიძეს ეთამაშება. ამას გარდა, ჯავახიშვილი ვიდენოვას (ბულგარეთი, 2315) გაეჯიბრება, ხურციძე – ოზთურქს (თურქეთი, 2311), მელია – ოვოდს (რუსეთი, 2330), არაბიძე – სედინას (იტალია, 2288), გურამიშვილი – გოლუბენკოს (ხორვატია, 2292), ბაციაშვილი – ტოპელს (თურქეთი, 2170), ბოკუჩავა კი – სტეცკოს (ბელარუსი, 2245).

0.141728