ფეხბურთი

11:21 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატიდან 19-წლამდელების მატჩებს არავინ გადასცემს

ევროპის 19 წლამდე ფეხბურთელების 2013 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიდან, საქართველოს ნაკრების თამაშების რეპორტაჟებს საქართველოს არცერთი ტელეკომპანია არ აპირებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშემ ლაშა დვალიშვილმა აცნობა.

ამ ფონზე, მისი თქმით, გულშემატკივარმა გია ცეცაძის შეგირდების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად რომ მიიღონ, 8 ივლისიდან, სამუშაო დღეებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხზე” 19-წლამდელთა შესახებ 20-წუთიანი გადაცემები გავა. დასაწყისი 23 საათზე.

ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი დაახლოებით 150000 ევრო ჯდება და მისი შეძენა არცერთმა ტელეკომპანიამ ისურვა.

საქართველოში ამა თუ იმ მატჩის ტელერეპორტაჟის საკითხი ხშირად ბოლო მომენტში წყდება და მცირე, მაგრამ მაინც იმედია, რომ ქართველი გულშემატკივარი 19-წლამდელების თამაშებს იხილავს.

19-წლამდელები შაბათს გამთენიისას ლატვიაში 10-დღიან შეკრებაზე გაემგზავრნენ, ხოლო 16 ივლისს ლიტვას მიაშურებენ.

ლაშა კუპრაშვილის ფოტო 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098208