სერბეთში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ მეორე ტური დაიწყო. აზიის ჩემპიონმა, კორეამ დაამარცხა ჰოლანდია, ვინც შესარჩევი ტურნირიდან მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (2005, 07, 09) რუსეთი გამოთიშა - 29:26. ტურნირზე ეს იყო ევროპული გუნდის პირველი წაგება არაევროპულთან.
აზიის მეორე გუნდმა, იაპონიამ, ზედიზედ მეორედ გაუმართa ბრძოლა ფავორიტს - ამჯერად დანიის გუნდს. იაპონელებმა, ისევე როგორც პირველ მატჩში, მონტენეგროსთან, თამაშის სამი მეოთხედი თანაბრად იბრძოლეს და მერე გატყდნენ. გადამწყვეტი გამოდგა მონაკვეთი, როდესაც 18:18-დან დანიამ ოთხბურთიანი გაქცევა მოაწყო - 22:18 და საბოლოოდ 29:25 მოიგო. იაპონია ვერ გაუმკლავდა მეტოქის ორ უკანახაზელს - კრისტინა კრისტიანსენს (10 გოლი) და ლინ ანა იორგენსენს (8).
დღეს ჩემპიონატზე მეორე ტურს გამართავენ C და D ჯგუფის გუნდები.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში
8 დეკემბერი
A ჯგუფი
კორეა - ჰოლანდია 29:26
ალჟირი - სერბეთი 14:34
დომინიკელთა რესპუბლიკა - საფრანგეთი 10:27
საფრანგეთი, მონტენეგრო 4. ჰოლანდია, კორეა 2, დომ. რესპ, კონგო 0
B ჯგუფი
ჩინეთი - ბრაზილია 21:34
დრ კონგო - მონტენეგრო 9:35
იაპონია - დანია 25:29
ბრაზილია, დანია, სერბეთი 4, იაპონია, ჩინეთი, ალჟირი 0
მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი
დღეს
17:45 ტუნისი - უნგრეთი
18:45 პარაგვაი - ანგოლა
20:00 ჩეხეთი - გერმანია
21:00 ესპანეთი - პოლონეთი
22:15 ავსტრალია - რუმინეთი
23:15 არგენტინა - ნორვეგია
http://geohandball.ge







