ევროპის საჭადრაკო კავშირის ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ თანხმობა მისცა ერთობლივ პროექტის “ჭადრაკი სკოლაში” განხორციელებას ევროპის საჭადრაკო კავშირთანა და კასპაროვის ევროპულ ფონდ “ჭადრაკი სკოლაში” ერთად.
პროექტის დასამტკიცებლად აუცილებელი იყო 378 ხელმოწერის შეგროვება (50%+ 1) 15 მარტამდე. ამ, მომენტისათვის დაფიქსირებულია 392 (!) დეპუტატის თანხმობა, თუმცა, მიმდინარე სესიის დასრულებადე, შესაძლებელია მათი რიცხვის გაზრდაც.
ამრიგად, დეპუტატთა თანხმობის შემდეგ, პროექტი გადაეცემათ ევროპარლამენტის კომისიასა და ევროკავშირის წევრ-ქვეყნების პარლამენტებს.
სილვიო დანაილოვი (ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი): “ეს. ევროპული ჭადრაკის ისტორიული მნიშვნელობის წარმატებაა. 2012 წლის 13 მარტი ისტორიაში შევა დღედ, როდესაც ჭადრაკი საზოგადოებრივი აღიარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, არა მარტო როგორც სპორტის სახეობა, არამედ როგორც განათლების სისტემის ნაწილი თანამედროვე მსოფლიოში”.
შეგახსენებთ, რომ ყველა ღონისძიება, დაკავშირებული პროექტთან “ჭადრაკი სკოლაში”, ხორციელდება ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჟი ბუზეკისა და ევროპარლამენტის დეპუტატ სლავჩო ბინევის პატრონაჟით.







