საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთში მინდინარე ევროპის გუნდური პირველობის ფინალში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობას სულ რვა ნაკრები იღებს და ფინალისტებს ორ-ორი მეტოქის ძლევა დასჭირდათ.
პიტერ ზაიზენბახერის გუნდმა მეოთხედფინალში თურქეთს შანსი არ დაუტოვა - 5:0, ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთს 3:2 სძლია. რუსებმა ფინალამდე გერმანელები და პოლონელები დაამარცხეს.
თბილისის დროით 15 საათზე ევროპის ჩემპიონატის დახურვის 15-წუთიანი ცერემონია ჩატარდება. შემდეგ კი ფინალური შეხვედრები შედგება.
ოთარ მაღლაკელიძე







