ფეხბურთი

14:57 | 16.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

Europe-bet-ი “ზესტაფონს” 100000 დოლარს გადასცემს

საქართველოს ჩემპიონატის სპონსორი Europe-bet-ი “ზესტაფონს” დღეს 18 საათზე დააჯილდოვებს - 100000 დოლარით. Europe-bet-ი მომდევნო სეზონშიც დააჯილდოვებს იმ გუნდს, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდება.
და როგორც უკვე ვწერდით, დღესვე, “ზესტაფონის” სტადიონ “დავით აბაშიძეზე” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა გუნდს ჩემპიონის თასსა და ოქროს მედლებს გადასცემს.
შეხსენებისთვის, იმერულმა კლუბმა წლეულს ჩემპიონობის გარდა, სუპერთასიც მოიპოვა, თუმცა ეს სუპერთასი 2011 წლისაა - შარშან გასამართი “ზესტაფონი”-“გაგრა” წლეულს 29 მაისს ჩატარდა.


ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10156