ტალინში მიმდინარე პაულ კერესის სახელობის ტურნირზე ზედა ლიგაში ქართველი მაკა ფურცელაძე (2313) დაწინაურდა, რომელმაც ექვს ტურში 4.5 ქულა მოაგროვა. ფურცელაძემ 4 პარტია მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ერთშიც კი დამარცხდა და უახლოეს მდევრებს – ესტონელებს იგორ შვიროვს (2470) და ოტომარ ლადვას (2267) 0.5 ქულით უსწრებს. ამავე ტურნირის ქვედა დივიზიონში ვარლამ ვეფხვიშვილი (2256) თამაშობს და ილია სიროშის (ესტონეთი, 1987), სანდერ კუკის (ესტონეთი, 2184) და კესტუტის კაუნასის (ლიტვა, 2250) დარად, 4.5 ქულა აქვს. დამატებითი მაჩვენებლებით, ქართველი მოჭადრაკე პირველ ადგილზე იმყოფება. ესტონური ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 19 იანვარს დასრულდება.







