ფეხბურთი

17:23 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთს კარვახალიც გამოაკლდა

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი ტრავმირებულია, რის გამოც ის, დღეს, მაკედონიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

“ფურია როხას” შეკრებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს დიეგო კოსტა ვერ დაეხმარებოდა, დღეს კი, ესპანელებს 22 წლის მარჯვენა მცველიც გამოაკლდათ.

კარვახალი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, მაკედონიის წინააღმდეგ ნამდვილად ვერ ითამაშებს. საეჭვოა მისი მადრიდულ დერბიში გამოჩენაც, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059591