ესპანეთი-ბელარუსის მატჩი, რომელიც ხვალ პალმა-დე-მალიორკაში უნდა გაიმართოს, ჩაშლის პირას იყო. დღეს “იბეროსტარის” სტადიონზე გენერატორი აფეთქდა და სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ორს მძიმე სახის დამწვრობა აქვს.
იყო საუბარი, რომ მატჩი ბარსელონას “ნოუ კამპზე”, ან ვალენსიის “მესტალიაზე” შედგებოდა, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცის პრესატაშე ხორხე კერეტარომ განაცხადა, რომ მატჩი მაინც ბალეარიის კუნძულებზე ჩატარდება.
არადა, ამ წუთისთვის “იბეროსტარის” სტადიონზე განათება არაა და ელექტრიკოსები მუშაობენ.
“სპეკულაციების მიუხედავად, ჩვენ არც კი გვიცდია მატჩის სხვაგან გადატანა. ერთადერთი, რაც გვაღელვებს, დაშავებული ადამიანების მდგომარეობაა”.
შეხსენებისთვის, 15 ოქტომბერს ესპანეთი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს ალბასეტეს სტადიონზე, რომელიც 17300 მაყურებელს იტევს.







