“რეალში” არენდით მოთამაშე განელი ნახევარმცველი მაიკლ ესიენი აცხადებს, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ინგლისურ პრემიერლიგაზე საინტერესოა.
“ჩელსის” საკუთრებაში მყოფი 30 წლის ესიენი “რეალში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, მაგრამ მან ესპანური ფეხბურთის შეყვარება უკვე მოასწრო.
“ინგლისში, აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებენ, ესპანეთში კი, გუნდები უფრო მეტად ფეხბურთის თამაშს ცდილობენ. აქ თამაში უფრო საინტერესოა.
ინგლისში, ზოგი გუნდი აქცენტს არა უშუალოდ თამაშზე, არამედ ფიზიკურ ორთაბრძოლებზე აკეთებს. სწორედ ამაში ვხედავ დიდ განსხვავებას.” – ციტირებს ესიენის სიტყვებს ESPN.









