სხვა

21:56 | 12.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ერთი პლუსის და ორი მინუსის ტური

ნაგოიას ბაშოზე ერთი მესამედი ისე გაილია, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ქართველები ჯერ ვერაფრით ახერხებენ წყვილად მოგებას. ოთხი ტურის შემდეგ ლევან გორგაძესა და თეიმურაზ ჯუღელს ორ-ორი მოგება და წაგება ჰქონდათ, ოღონდ ქულები ისე მოიპოვეს, თუ ერთი იმარჯვებდა, მეორე მარცხდებოდა.
ტურნირის მეხუთე დღე წარმატებული გორგაძისთვის გამოდგა. ტოჩინოშინის შიკონათი მოჭიდავე 24 წლის ქართველმა, რომელიც მიმდინარე ბაშოზე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით გამოდის, დასავლეთის მე-6 მაეგაშირას, მონღოლ სიოტენროს სასტარტო შეტევა მოიგერია, მეტოქეს უმალ მავასი აუღო და საფირმო იორიკიტით დაამარცხა.
აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირამ, გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე ჯუღელმა კი მე-9 მაეგაშირა ტოკიტენკუს ქამარში შესვლისა და გდების შესრულების საშუალება მისცა და ახლა ორი მოგების წილ სამი წაგება აქვს.
მეექვსე ტურში, რომელიც ხვალ შედგება, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას, იოსიკაძეს დაეჭიდება. აქამდე 13-ჯერ შეხვედრია და აქედან 9-ჯერ დაუმარცხებია. გაგამარუს მეტოქე კი ოთხ ურთიერთშეხვედრაში სამჯერ ძლეული მიაბიამა იქნება. ეს უკანასკნელი ერთ დროს ოძეკის ტიტულსაც ფლობდა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ მე-9 მაეგაშირაა.
თეიმურაზ ჯუღელის მსგავსად, ლევან ცაგურიაც ქულიანი უარყოფითი ბალანსით ხვდება მეექვსე ტურს, ოღონდ მეორე ძურიო დივიზიონში. მესამე მარცხი კოკაიმ კიტაჰარიმასგან იწვნია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161225