ჭადრაკი

17:09 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი გამარჯვება პირველ ტურში

აზერბაიჯანში სტარტი აიღო ნახიჭევანის ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირმა, რომელიც ამჯერადაც ქვეყნის საერთოეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას ეძღვნება. “Nakhchivan Open - 2013”-ში 5 ქართველი მოჭადრაკე – მიხეილ მჭედლიშვილი (2640), ლევან ფანცულაია (2556), გიგა ყუფარაძე (2489), ზურაბ ჯავახაძე (2448) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2337) ჩაება.

პირველ ტურში გამარჯვება მხოლოდ მჭედლიშვილმა მოახერხა, რომელმაც შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ ორჰან აბდულოვს (2371) სძლია. ასევე ნაკლებადცნობილ მასპინძლებთან გააფორმეს ყაიმები ფანცულაიამ, ყუფარაძემ და ჯავახაძემ, მორჩიაშვილი კი რუს კონსტანტინ ლანდას (2642) დაუზავდა.

აზერბაიჯანული ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 1 მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა 30 მოწინავეზე გადანაწილდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089352