73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამბაკო ავალიანის მიერ მოპოვებული ოქრო, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ერთადერთი მედალი აღმოჩნდა თბილისის მსოფლიოს თასის გათამაშების პირველ დღეს.
სულ გადამწყვეტ შეხვედრებში მონაწილეობა ხუთმა ქართველმა მიიღო, მათ შორის ჩემპიონობისთვის ავალიანმა იჭიდავა, რომელმაც ფინალში ბელარუსი ალექსეი რამანჩუკი დაამარცხა. დანარჩენმა ოთხმა მასპინძელმა ძიუდოისტმა კი, რეპეშაჟის ფინალში დაკარგა კვარცხლბეგზე ასვლის შანსი. დავით ასუმბანი და პაატა მერებაშვილი (ორივე - 60 კგ), სომეხ ჰოვანე დავთიანთან და ლატვიელ ანდრეის სმაჯერსსთან იპონებით დამარცხდნენ. ასევე იპონით წააგო შალვა ქარდავამაც (66კგ) რუს დენის ლავრენტიევთან. 73 კილოგრამში კი ზვიად ბაზანდარაშვილმა უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკასთან დაკარგა მედალი.
ხვალ, ჩემპიონ პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში - 81, 90, 100, +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







