ფეხბურთი

22:22 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები: ფოფხაძე და დოლიძე კვირველიასა და ილურიძის ნაცვლად

 

როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების სიაში ორი ცვლილებაა. მარცხენა მცველ დავით კვირკველიას ტრავმა აქვს და თემურ ქეცბაიამ მის ნაცვლად გიორგი ფოფხაძე გამოიძახა. გეცოდინებათ, ფოფხაძე პოლონურ "იაგელონიაში" თამაშობს და ასევე მარცხენა მცველია.

საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩებში ნაკრებს ვერ დაეხმარება გორის "დილადან" სპლიტის "ჰაიდუკში" გადასული გიორგი ილურიძე, რომელიც პირველად გამოიძახეს ეროვნულ გუნდში. ილურიძე სპლიტშია, კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და ტრავმის გამო ვერ ახერხებს თამაშს. ილურიძის ნაცვლად, "დილას" ფლანგელი ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძეა მოწვეული.

დოლიძეს ადრეც უთამაშია ნაკრებში, თუმცა 6 წლის წინ: როცა ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა და ფეხბურთელი "ამერში" გამოდიოდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120644