ფეხბურთი

14:57 | 13.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული გუნდი ლუქსემბურგში შეიკრიბება

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების 15 აგვისტოს სტუმრად ლუქსემბურგთან ჩასატარებელი მატჩისთვის მზადება ორშაბათს დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშის ოთარ გიორგაძის ცნობით თემურ ქეცბაიამ შეგირდები პირდაპირ ლუქსემბურგში შეკრიბა.
მომავალი ამხანაგური შეხვედრისთვის ეროვნულ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებული:  
მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო თბილისი“), ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“);
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ზურა ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („ბაკი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („გაზ მეთანი“, რუმინეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („კრივბასი“, უკრაინა),  ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე „ილიჩევეცი“, უკრაინა), ალექსანდრე  კობახიძე („არსენალი“ კიევი, უკრაინა), სანდრო  გურული („დილა“);
თავდამსხმელები: ლევან  მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ბოხუმი“, გერმანია), მათე ვაწაძე („დილა“), ირაკლი სირბილაძე („ინტერ ტურკუ“, ფინეთი).
თამაში ქალაქ ობერკორნში სტადიონ “Nouveau Stade Municipal”-ზე გაიმართება და თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. “პირველი არხის” პროდიუსერმა ვოვა ნიკოლაიშვილმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ მატჩის ტრანსლირების თაობაზე ლუქსემბურგულ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და საბოლო პასუხი ცნობილი სამშაბათს იქნება.


ლაშა თაბაგარი  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103029