წვიმამ საფრანგეთის ღია პირველობის ფინალთან ერთად მამაკაცთა რეიტინგის გამოქვეყნებაც ერთი დღით შეაფერხა. თუმცა, ქალებისგან განსხვავებით, „ძლიერი სქესის“ წარმომადგენელთა მოწინავე ათეულში უმნიშვნელო ცვლილება მოხდა - საუკეთესოთა შორის დაბრუნდა ჯონ იზნერი, რომელმაც წინა რეიტინგში თანამემამულე მარდი ფიშის პოზიცია დაიკავა.
გოგონებს რაც შეეხება, როგორც ადრე გამცნეთ, პირველ ადგილზე აინაცვლა მარია შარაპოვამ. „როლან გაროსის“ მეორე ფინალისტი იტალიელი სარა ერანი კი ერთბაშად 14 საფეხურით დაწინაურდა და უძლიერესთა ათეულშიც დამკვიდრდა.
ATP Rankings
1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 12280
2 (2) რაფა ნადალი (ესპანეთი) 10060
3 (3) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 9310
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 6980
5 (5) ჟო ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 5230
6 (6) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 5180
7 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4685
8 (8) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 3200
9 (9) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 3180
10 (11) ჯონ იზნერი (აშშ) 2625
WTA Tour Rankings
1 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 9490
2 (1) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 8800
3 (3) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 7230
4 (4) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 6895
5 (6) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 6180
6 (5) სერენა უილიამსი (აშშ) 5700
7 (9) კაროლინა ვოზნიაცკი (დანია) 4366
8 (8) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 4070
9 (10) ანჟელიკა კერბერი (გერმანია) 4055
10 (24) სარა ერანი (იტალია) 3350







