ჭადრაკი

22:58 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ექვსნი დაწინაურდნენ

კახი ჩიგოგიძის თასის გათამაშების მეოთხე ტურში ფრედ დაასრულეს პარტია შეჯიბრის ლიდერებმა ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა (2152) და ნიკა ღვამბერიამ (2125). მათმა ყაიმმა კიდევ ოთხ მონაწილეს მისცა გალიდერების შანსი.

ამრიგად, 3.5-3.5 ქულით გათამაშებას ექვსი მოზარდი ლიდერობს და მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ირაკლი  ბერაძე (2375) – ნიკა ღვამბერია, ნიკა ქუმსიაშვილი – გიორგი სიბაშვილი (2243) და ლიკა კობეშავიძე (1943) – ნიკა ვოლკოვი (2116).

0.120332