კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” ესპანელ მეკარეს, პეპე რეინას “ბარსელონაში” დაბრუნების, ან კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელების შანსი აქვს.
ცოტა ხნის წინათ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ვიქტორ ვალდესი “ბარსელონასთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ჭორების არაერთ მეკარესთან დაკავშირებით გავრცელება მოჰყვა. El Mundo Deportivo-ს ცნობით, ვალდესის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად პეპე რეინა განიხილება, რომელიც სწორედ “ბარსას” სკოლის აღზრდილია.
არსებობს სხვა ვარიანტიც: გავრცელებული ინფორმაციით, მეკარეს ეძებს “მანჩესტერ იუნაიტედიც” და რეინა ალექს ფერგიუსონის თვალთახედვის არეშია მოქცეული. თუ 30 წლის მეკარემ “წითელი ეშმაკები” აირჩია, მაშინ, დიდი ალბათობით, “ბარსელონას” უკვე დავიდ დე ხეა მიაშურებს.
სახელდება “ლივერპულში” რეინას შემცვლელის კანდიდატურად – მერსისაიდელებმა თვალი “აიაჩოს” მექსიკელ კიპერს, გილერმო ოჩოას დაადგეს.







