ფეხბურთი

20:57 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელიტრაუნდი: ინგლისმა და საქართველომ პირველი ტაიმი 1:1 დაასრულეს

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი ტურის მატჩში, საწყისი 45 წუთის შემდეგ, ინგლისისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ანგარიში 1:1 არის.

თამაშის დაწყებიდან 7 წუთი იყო გასული, როდესაც ინგლისელთა მეკარე მოედნიდან გააძევეს, ხოლო ქართველებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტის შესრულება ფანცულაიამ ითავა და ანგარიში გაიხსნა.

მიუხედავად მოედანზე 10 კაცით ყოფნისა, ინგლისელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს. 38-ე წუთზე, გოლი კლეიტონმა გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096591