ფეხბურთი

21:29 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეფენბერგს გერმანული გუნდების წარმატების არ სჯერა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი მიიჩნევს, რომ გერმანული გუნდები გასული სეზონის წარმატებების გამეორებას ვერ მოახერხებენ.

“არ მჯერა, რომ “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულს დაიცავს. არც იმის მჯერა, რომ “დორტმუნდი” ფინალამდე მიაღწევს.

ისეთი გუნდები, როგორებიც “ბარსელონა”, “რეალი” და “მანჩესტერი” არიან, დღეს, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და ვფიქრობ, გერმანული გუნდების ნაცვლად, ჩემპიონობისთვის სწორედ ისინი იბრძოლებენ.” – აცხადებს ეფენბერგი, რომელიც კომენტარს გარეთ ბეილის ტრანსფერზეც აკეთებს – “100 მილიონი ბეილის სანაცვლოდ? ეს სიგიჟეა. ამ ბიჭზე გული შემტკივა, რადგან ასეთი თანხის დამსახურება და ტრანსფერის გამართლება პრაქტიკულად შეუძლებელია.”

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099567