ძიუდო

16:20 | 8.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს მამებმა ეგვიპტე კალენდრიდან ამოიღეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ეგვიპტის მსოფლიოს თასი გააუქმა. ტურნირი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქაიროში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის დაწყებისთანავე ეჭვქვეშ დადგა. ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა, ამავე მიზეზით, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გადაწყვიტა, ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი – დიდი პრიზი ტუნისისთვის ჩამოერთმია და მასპინძლობის უფლება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოსთვის გადაეცა.
ეგვიპტური მსოფლიოს თასის სხვა ქვეყანაში გადატანა კი, როგორც ჩანს, დღის წესრიგში არც დამდგარა. ტურნირი საერთაშორისო კალენდრიდან რამდენიმე დღის წინ ამოიღეს.

ევროპის ჩემპიონატიდან (სტამბოლი, 21-24 აპრილი) მსოფლიოს პირველობამდე (პარიზი, 23-28 აგვისტო) ძიუდოში შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებები ჩატარდება:

6-8 მაისი – დიდი პრიზი (ბაქო)
27-29 მაისი – დიდი სლემი (მოსკოვი)
4-5 ივნისი – მსოფლიოს თასი (ბუქარესტი)
11-12 ივნისი – მსოფლიოს თასი (ტალინი)
18-19 ივნისი – დიდი სლემი (რიო დე ჟანეირო)
25-26 ივნისი – მსოფლიოს თასი (სან პაულუ)
2-3 ივლისი – მსოფლიოს თასი (მაიამი)
9-10 ივლისი – მსოფლიოს თასი (ისლა დე მარგარიტა)
16-17 ივლისი – მსოფლიოს თასი (სან სალვადორი)

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092619