ძიუდო

14:27 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციის განცხადება

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

“საქართველოს ძიუდოს ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს 25 აპრილს ყვარელში დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს დავით ქევხიშვილს, რომელიც ხასიათდება წესიერ და პატიოსან პიროვნებად. მოვითხოვთ, სამართალდამცველმა ორგანოებმა საქმე განიხილონ სასწრაფოდ და სამართლიანად კანონის ფარგლებში, რადგან მისი დაკავება არის დიდი ფსიქოლიგიური დარტყმა ძიუდოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც ამჟამად ასპარეზობს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე” - ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, რომელიც ამავდროულად ყვარლის რაიონის გამგებელია, დღეს, ყვარლის რაიონის გამგეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 17 პირთან ერთად დააკავეს.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094249