ძიუდო

18:42 | 9.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს აკადემია სემინარს მასპინძლობს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად თბილისში საგანგებო სემინარი მოაწყო. მეორე დღეა, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ქართველ მწვრთნელებს თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, დანიელ ლასკაუ უტარებს.
სამდღიანი პროგრამის ჩამთავრების შემდეგ, რუმინელი სპეციალისტი ოთხმოც მწვრთნელს სერთიფიკატებს გადასცემს. დღეს, ძიუდოს აკადემიას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ესტუმრა. მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი სასარგებლო პროექტები ქართული ძიუდოს წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დანიელ ლასკაუმ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ქართველ მწვრთნელებს და სპორტსმენებს ჩემ გამოცდილებას ვუზიარებ და ძიუდოში ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ ახალ წესებს ვაცნობ, რაც მათ უთუოდ გამოადგებათ. ამ ცოდნას მწვრთნელები შემდეგ თავიანთ მოსწავლეებს გადასცემენ. აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას მოწვევისთვის და ბრწყინვალე მასპინძლობისთვის".
 

 

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090507