ძიუდო

15:10 | 20.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს აღმასკომის უმკაცრესი ვერდიქტი

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აღმასკომის საგანგებო სხდომა ჩაატარა და ხუთი სპორტსმენი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ნაკრები წევრი ნოდარ მეტრეველი (100კგ) და კანდიდატი იოსებ წელაური (81კგ) სამუდამოდ ჩამოაშორეს ძიუდოს. გავრცელებული ინფორმაციით, მეტრეველის დასჯის მიზეზი ახლახან ბაქოში, სავარჯიშო  დარბაზში დაფიქსირებული ქურდობის ფაქტი გახდა. წელაური კი, უნივერსიადაზე მსაჯის ცემის გამო მოკვეთეს.

ექვსთვიანი დისკვალიფიკაციები მიიღეს ვანო დავითაშვილმა (66კგ), არჩილ შინჯიკაშვილმა (90კგ) და კიდევ ერთმა ძიუდოისტმა, რომლის ვინაობაც ჯერ კიდევ დგინდება.
ეს ძიუდოისტები გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრში, შეკრებაზე ყოფნისას ჩადენილი არასპორტული საქციელის გამო დასაჯეს.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10107