ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ძიუდოისტთა ჩემპიონატზე, დღეს, მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში - 81, 90, 100 და +100 – გათამაშდება.
წინასწარი შეხვედრების შემდეგ უკვე გამოვლინდნენ ფინალისტები.
81 კილოგრამში ოქროს მედლისთვის თბილისის გუნდის წევრები - ლევან წიკლაური და იოსებ წელაური იჭიდავებენ.
90 კგ-ში გადამწყვეტი შეხვედრა გურიის სახელით მოჭიდავე საბა გავაშელიშვილსა და მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენელ გიორგი ცოციაშვილს შორის შედგება.
100 კგ-ში საჩემპიონო ბრძოლა კახელ ზურაბ ზვიადაურსა და ქვემო ქართლელ დავით ლორიაშვილს შორის შედგება.
მძიმე წონაში კი, ფინალში ზვიად ხანჯალიაშვილი (კახეთი) გიგა გუბელაძეს (იმერეთი) დაუპირისპირდება.
ოთო მაღლაკელიძე







