დასრულდა ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატი 81, 90, 100 და +100 წონით კატეგორიებში.
81 კგ-ის ჩემპიონი თბილისის გუნდის სახელით იოსებ წელაური გახდა, რომელმაც ფინალში თანაგუნდელი ლევან წიკლაური დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ხვიჩა ხუციშვილმა (თბილისი) და დავით კარბელაშვილმა (სამცხე-ჯავახეთი) მოიპოვეს.
90 კგ დაუმარცხებლად საბა გავაშელიშვილმა (გურია) ჩაამთავრა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან მცხეთა-მთიანეთის გუნდის წევრ გიორგი ცოციაშვილს აჯობა. III საპრიზო ადგილები კი, ვარლამ ლიპარტელიანმა (აჭარა) და თედორე მასმანიდისმა (თბილისი) დაიკავეს.
100 კგ-ის ფინალში, დამატებით დროში, დავით ლორიაშვილმა (ქვემო ქართლი) ზურაბ ზვიადაურს (კახეთი) სძლია.
ბრინჯაოს პრიზიორები კი, ლომერ ჟორჟოლიანი (ქვემო ქართლი) და რეზო ჩიკოიძე (თბილისი) გახდნენ.
მძიმე წონაში საქართველოს ჩემპიონი ზვიად ხანჯალიაშვილი (კახეთი) გახდა. II ადგილზე გიგა გუბელაძე გავიდა ბრინჯაოს მედლები კი, ადამ ოქრუაშვილმა (მცხეთა-მთიანეთი) და ალექსი დავითაშვილმა (კახეთი) მოიპოვეს.
ოთარ მაღლაკელიძე







