ძიუდო

14:49 | 20.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები ვენაში ჩაფრინდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები დღეს გამთენიისას თბილისი-ვენის რეისით ავსტრიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაფრინდა.
რამდენიმე დღის წინ, ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის შედეგად წარმოქმნილი ფერფლის მიზეზით, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილის საჰაერო სივრცე პარალიზებული გახლდათ.
არსებობდა საშიშროება, რომ ამის გამო პრობლემა ქართველ ძიუდოისტებსაც შექმნდათ, თუმცა ამირან ტოტიკაშვილის გუნდმა ავსტრიამდე მშვიდობიანად იმგზავრა. ამჟამად, ნაკრები უკვე ვენის ერთ-ერთ სასტუმროშია დაბინავებული. დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ სხვა ევროპული ქვეყნების დელეგაციებიც.
ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი ძიუდოში ავსტრიის დედაქალაქში 22-25 აპრილს გაიმართება, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
 

 

 

60 კგ. დავით ასუმბანი
66 კგ. შალვა ქარდავა
73 კგ. ზაზა კედელაშვილი
81 კგ. ლევან წიკლაური
90 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი
100 კგ. ლევან ჟორჟოლიანი
+ 100 კგ. ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი

მთ. მწვრთნელი: ამირან ტოტიკაშვილი

 

სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახური

0.098375