საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ტოკიოდან თბილისში ხვალ, გამთენიისას ჩამოფრინდება. წინასწარი გეგმით, ნაკრების ავსტრიელი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი, 8 ძიუდოისტი და გუნდის ექიმი შეკრებიდან გუშინ უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, აეროპორტისკენ მიმავალი ყველა გზა დაზიანდა და მათ ბილეთების გადაცვალა დასჭირდათ.
მარტის ბოლოს, ნაკრების კანდიდატები ერთკვირიანი შეკრების გასავლელად თურქეთში გაემგზავრებიან, იქამდე კი ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით, დიღომში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ივარჯიშებენ.
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო







